ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის თემა იყო: “ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა”. კონფერენცია გახსნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სლაიდ-შოუთი თვალი ედევნებინათ ექსპრეზიდენტის განვლილ ცხოვრებაზე და მის ღვაწლზე ქვეყანაში.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ: დისიდენტის ზოგადი სახე ზვიად გამსახურდიას იგავებში-ნესტან ფიფია (ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი);
ზვიად გამსახურდიას საქართველოს სულიერი მისია -ლაშა გვასალია (მწერალი);
ზვიად გამსახურდია, როგორც ტრანსფორმირებადი საზოგადოების პოლიტიკური ლიდერი-ჯამბულ ნაჭყებია (სოციალური მეცნიერებების დოქტორი);

ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები წაიკითხეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა.

ერთ-ერთმა მომხსენებლმა ნესტან ფიფიამ ჟურნალისტებს უთხრა: 

სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გეგა შენგელია.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები გადაინაცვლნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, სადაც გაიმართა ზვიად გამსახურდიას ფილმის ჩვენება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!