ვოლოდიმირ ზელენსკი – მზადდება “აზოვსტალიდან” ევაკუაციის მეორე ეტაპი: დაჭრილების და მედიკოსების


  • მზადდება “აზოვსტალიდან” ევაკუაციის მეორე ეტაპი: დაჭრილების და მედიკოსების, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციების ევაკუაციის პირველი ეტაპის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

„დიდი მადლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს, რომლებიც „აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისიის პირველი ეტაპის გატარებაში დაგვეხმარნენ. 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი – ქალებისა და ბავშვების, ფაქტობრივად, ჩვენ გამოვიყვანეთ სამოქალაქო პირები „აზოვსტალიდან“ და ვამზადებთ საევაკუაციო მისიის მეორე ეტაპს – დაშავებულებისა და მედიკოსების გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმებას, რა თქმა უნდა, თუ ტყუილი არ იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს „აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანა, „ყველა გმირის, რომელიც იცავს მარიუპოლს“.

„ეს უკიდურესად რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის ამ სირთულის მთავარი მიზეზი და ასევე ის თუ სად მდებარეობს ამ სირთულის მიზეზი. მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. ჩვენ არ ვჩერდებით. ყოველდღიურად ვეძებთ ასეთ დიპლომატიურ ვარიანტს, რომელმაც შეიძლება იმუშაოს. ჩვენი გუნდი ხვალისთვის ამზადებს საევაკუაციო დერეფნებს მარიუპოლის ყველა მცხოვრებისთვის და ასევე ახლომდებარე დასახლებული პუნქტებისთვის“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.