- უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა. იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს.
პრეზიდენტის გარდა, იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
ქალაქი იზიუმი უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ხარკოვის რაიონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად