ვლაქერნობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია


ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის და საზოგადოება „ზუგდიდელის“ თანამონაწილეობით.

კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელებმა ისაუბრეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლზე და მის დაფარულ ისტორიაზე, ღვთისმშობლის სიმბოლოებზე სამეგრელოში, ღვთისმშობლის წმინდა სარტყელისა და პატიოსანი სამოსელის დღესასწაულებზე ქართულ ეკლესიებში. „იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და ვლაქერნობის დღესასწაული იქნება კიდევ ერთი გახსენება იმისა, რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კვართი ჩვენთანაა დაბრძანებული და ჩვენ მისი მცველები ვართ“-აღნიშნა დეკანოზმა მამა ანდრია კემულარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=S08CgFsq-II[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!