ვლაქერნობას ზუგდიდი სტუმრიანი იქნება


15 ივლისი ვლაქერნობაა. ზუგდიდელები ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ, რადგან დადიანების კარის ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. ამ დღეს, ტრადიციულად,  ხდება ზუგდიდის მუზეუმში დავანებული ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებაც. სწორედ მის მოსალოცად, 15 ივლისს, ზუგდიდს, ასეულობით სტუმარი ეყოლება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და საზღვარგარეთიდან.

 მუზეუმიდან კვართის გამობრძანება მოხდება დილის 9 საათზე, საიდანაც პროცესია გაემართება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრისკენ. 10 საათზე ტაძარში დაიწყება წირვა, რომლის დასრულების შემდეგ, მრევლს და მომლოცველებს, შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ღვთისმშობლის საფარველს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.