ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჟენევაში ჩავიდა


  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჟენევაში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი პრეზიდენტის შეხვედრის დაწყებამდე, რომელსაც ვილა ლა გრანჟი უმასპინძლებს, შვეიცარიის პრეზიდენტი მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ვიწრო ფორმატის შეხვედრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:35 საათზე დაიწყება და 1 საათს გაგრძელდება, ამის შემდეგ კი ორნაწილიანი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დაიწყება და ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ.

წყარო

ფოტო: AP


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!