- პრორუსული ძალების მიერ სტანიცა ლუგანსკიში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
“მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის დასაფიქსირებლად“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.