- უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა.
“პრეზიდენტი მასობრივ ღონისძიებებს აღარ დაესწრება, გადაიდო ყველა სამუშაო ვიზიტი. მასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მხოლოდ პირად დაცვასა და პირად ასისტენტებს ექნებათ,”- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, გუშინ ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად პრეზიდენტის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.