- აშშ-ში, ვირჯინიის შტატში ქალმა ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვითაც გარდაცვალების შემდეგ მისი სრულიად ჯანმრთელი ძაღლი მასთან ერთად უნდა დაეკრძალათ. ამის შესახებ BBC წერს.
ძაღლი სახელად ემა, პატრონის გარდაცვალების შემდეგ ვირჯინიის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, რომლის წარმომადგენლები მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას 2 კვირა უშედეგოდ ცდილობდნენ.
ანდერძის აღმასრულებლებმა სრულიად ჯანმრთელი ძაღლი თავშესაფრიდან გამოიყვანეს და დააძინეს, კრემაციის შემდეგ კი პატრონის გვერდით დაკრძალეს.
ვირჯინიის შტატში მიღებული კანონით პატრონებს შეუძლიათ მათი შინაური ცხოველები მათსავე საფლავზე დაკრძალონ. ხოლო ვეტერინარს კანონით აქვს უფლება ცხოველი დააძინოს.
ინტერნეტმასალა