ვინ არის მერობის კანდიდატი გიზო სტურუა?


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობისთვის მებრძოლი 7 კანდიდატიდან, ექვსი აგრძელებს ბრძოლას ამ პოსტის დასაკავებლად. შვიდიდან 5-ს ზუგდიდელები კარგად იცნობენ, ისინი, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი სახეები არიან. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა, ზურაბ ჯინჯოლავამ, მოიხსნა კანდიდატურა. როგორც წყარო იუწყება, დომენტი /ზვიად/ სიჭინავას სასარგებლოდ. სხვა მერობის კანდიდატებთან ერთად, ფინიშამდე მივიდა მერობის კანდიდატი გიზო სტურუაც, რომელიც საარჩევნო ბლოკიდან “გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს” სახელით და რიგითი ნომრით “27” იყრის კენჭს, მაგრამ ერთხელაც არ გამოჩენილა არც მედიის და არც ამომრჩევლების წინაშე. არ უსარგებლია სოციალური ქსელების ყველაზე იაფი და იმავდროულად, ყველაზე კითხვადი რეკლამებითაც კი. უფრო მეტიც, ბატონი გიზო სტურუას სახეც-“ფეისი”, თუ როგორ გამოიყურება ის, ამ წუთამდე, ცნობილი იყო, მხოლოდ საოლქო -საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. სწორედ მათი დახმარებით მოვახერხეთ ზუგდიდელებისათვის მათი მერობის კანდიდატის გიზო სტურუას ფოტო მიგვეწოდებია. ტელეფონის ნომერი, რომელიც წყარომ გაგვანდო და სავარაუდოდ, სტურუას ეკუთვნის, არ აღმოჩნდა მისი, მაგრამ აღმოჩნდა ადამიანის, რომელმაც შემოგვთავაზა, დაგვეხმარებოდა და მოგვცემდა მისი ტელეფონის ნომერს. ასეც მოიქცა, მაგრამ… ნომერი გამორთული აღმოჩნდა და გამორთულია ამ წუთამდე. ერთი სიტყვით, ზუგდიდს, მერობის  5 კანდიდატი ცნობილი სახე ჰყავს და ერთი კი, იმდენად უცნობი და უცნაური, რომ თანაქალაქელებს, ვისი მერობაც მას სურს, ერთხელად არ შეხვდა და არ გაეცნო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!