ვენეციის კინოფესტივალი განსახვავებულად ჩატარდება


  • კორონავირუსის პანდემიის გამო, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს განსხვავებულად, ჩვეული ხმაურის გარეშე ჩატარდება. წელს წითელ ხალიჩასთან ფანები ვერ შეიკრიბებიან. ჯანდაცვის რეგულაციების თანახმად, ფესტივალზე დამსწრე ყველა პირისთვის სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა, ტემპერატურის შემოწმება და დეზინფექცია.

კინოფესტივალის ფარგლებში ღონისძიებებზე სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება იმ სივრცეებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ასევე რიგებში დგომისას და პრესკონფერენციებზე დასწრების დროს. კინოდარბაზებს მაყურებელი მხოლოდ ნახევრად შეავსებს. დეზინფექცია რეგულარულად ჩატარდება საჯარო სივრცეებში.

ვენეციის 77-ე კინოფესტივალი 2-დან 12 სექტემბრამდე პერიოდში იგეგმება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.