ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება


  • ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

თითოეული ტურისტი, რომელიც არ გეგმავს ვენეციაში ღამის გათევას, უნდა დარეგისტრირდეს ონლაინ და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10,50 დოლარამდე დღეში. მათ, ვინც უგულებელყოფს ახალ წესებს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ხელისუფლება ქალაქის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრის თვიდან გეგმავს.

ვენეციის ვიზიტორთა 80%-ზე მეტი ქალაქში მხოლოდ ერთი დღით ჩადის.

ჯამში, იტალიის ქალაქს 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.