ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა


  • ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!