ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები შეიქმნა, რომლებიც სოფლებში ვაქცინაციას ახორციელებენ.

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც COVID-19 ვაქცინის პროცესში ადგილობრივი თვითმმართეველობების ჩართულობის საკითხი განიხილეს და შეეხებოდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. სოფლად მდებარე ამბულატორიებში განხორციელდება, მობილური ბრიგადების მიერ აცრის მსურველი მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის კოორდინირებით, უკვე, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნა ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები. გეგმის თანახმად, გამოყოფილია დამატებითი ასაცრელი სივრცეები (ამბულატორიები), მოხალისეების მობილიზებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფაც ხორციელდება. ვაქცინაცია უკვე ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯის, დარჩელის, ერგეტის, ცვანეს, ორულუს, ნარაზენის, შამადელას მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სოფლებში, ადგილზე, ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა, სხდომაზე, სპეციალისტებთან ერთად, ასევე განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული მდგომარეობა.

ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 2253 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 328 რეგიონში არსებულ 6 კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. რეგიონში 145-ით გაიზარდა კოვიდ კლინიკებში არსებული საწოლ ფონდის რაოდენობა და ის 465-ს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სულ ნიმუშის აღებაზე ჩართულია 54 სამედიცინო დაწესებულება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!