ვასო ფარცვანია: “მყარი ნარჩენების  მართვა ღონისძიებათა მთელი კომპლექსია”


  • ააიპ “ზუგდიდდასუფთავების” სასოფლო-ტერიტორიული ერთეულების უბნის უფროსი ვასო ფარცვანია სპეციალობით ეკონომისტია, სხვადასხვა დროს იყო სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა მთავარი ეკონომისტი, აგროსამრეწველო გაერთიანების საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე, სოფლის გამგებელი, ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილე. “ზუგდიდიდასუფთავების” სამსახურში წლებია მუშაობს.  ვასო ფარცვანია “ზუგდიდელებთან” საუბრობს “ზუგდიდდასუფთავების” სამსახურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაზე, რომელსაც მყარი ნარჩენების  მართვა ჰქვია და ღონისძიებათა მთელი კომპლექსს წარმოადგენს.

ვასო ფარცვანია: “ზუგდიდდასუფთავების” სამსახური ერთადერთი სამსახურია, რომელიც წელიწადში 365 დღე მუშაობს. სწორედ ამიტომ “ზუგდიდდასუფთავების” სამსახურის დირექცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, დიდ ყურადღებას უთმობს მუშა მოსამსახურეთა საქმიანობის სწორ ორგანიზებას.  მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შრომის ანაზღაურება 50 ლარით გაეზარდათ დამგველებს, მტვირთავებს და საშუალო რგოლის მუშაკებს.

სამსახურის საქმიანობა არ შემოიფარგლება ტერიტორიების მხოლოდ დაგვა-დასუფთავებით, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. ეს საქმიანობა მოიცავს მყარი ნარჩენების  მართვას, რომელიც ღონისძიებათა მთელი კომპლექსია, რომელიც თავის თავში მოიცავს 26-მდე სხვადასხვა ღონისძიებას.

მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. მინდა გითხრათ, რომ მომსახურების ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი, გადაუდებელი, მზარდი ინვესტიციების მომცველი და ასევე ყველაზე ძვირადღირებული მომსახურეობის სფეროა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 აპრილს დაამტკიცა “ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია” და “ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, შედგენილი და “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა 2018-2022 წლებისათვის“, სადაც ჩამოყალიბდა და განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი თითქმის 2 წლით უსწრებს ზემოთ დასახელებულ პროგრამას და დასახელებული გეგმის შესრულების მაჩვენებლებით ერთ-ერთ საუკეთესოდ გამოიყურება ქვეყანაში. მყარი ნარჩენების მართვაში უმნიშვნელოვანესია წარმოქმნილი ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების რაც შეიძლება მინიმუმადე დაყვანა და ამ მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება:

1. გერმანიიის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019-2024 წლებში დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული, მოქმედი ნაგავსაყრელის დახურვა და მის ადგილზე ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისათვის შეადგენს 16 მილიონ ევროს.

2. ამ პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს ტექნიკურ აღჭურვილობას ქუჩების დასუფთავებისათვის, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის.

3. მყარი ნარჩენების ეფექტურად მართვის მიზანია რაც შეიძლება ნაკლები მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი გაიზიდოს ნაგავსაყრელში და ამ მხრივ ჩვენთან სიხლეა ის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან დაიწყო ნარჩენების სეპარირებული  შეგროვება  და იწყება ნარჩენების რეციკლირების ანუ ხელახლა გამოყენების პროცესები ამ კონტექსტში შემუშავებულია ქაღალდის  ნარჩენების რეციკლირების საპილოტე პროგრამის კონცეფცია, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტში მოხდება ქაღალდის გამოცალკევება-რეციკლირება სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან და მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის განსახორციელებლად დამატებით მიიღებს 150 ცალ ნაგავშემკრებ კონტეინერს და 1 ცალ ნაგავმზიდს.

4. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების საპილოტე პროგრამის დაწყება, რის შედეგადაც მიიღება ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქები.

მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი დაყოფილია 2 უბნად: ქალაქის უბანი, რომელიც მოიცავს ქალაქის ტერიტორიას და სასოფლო ტერიტორიული ერთეულების უბანი, რომელიც მოიცავს 48 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულს.

სოფლის ტერიტორიული ერთეულებიდან გაიზიდება საშუალოდ ყოველდღიურად 70-100 მ3 მყარი ნარჩენი, რომელიც დაახლოებით ყოველდღიურად 20-25 ტონას შეადგენს.

სასოფლო-ტერიტორიულ ერთეულებში ნაგავშემკრები კონტეინერები იცლება კვირაში 2 ჯერ თითოეულ სოფელში”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!