- თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა „ვარსკვლავთა ტურნირი – 2025“ 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
8 წლამდე ჭაბუკთა შორის ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის „საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მოსწავლემ ცოტნე ნანავამ პირველი ადგილი დაიკავა (მწვრთნელი – გიორგი სართანია), ხოლო მეორე ადგილზე გავიდა იოანე ანთია (მწვრთნელი – გიორგი ნაყოფია).
10 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი დაიკავა ანდრია ჯახაიამ (მწვრთნელი – დავით ჯოჯუა).

