ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ,,ვაზის მეგრული ჯიშები”. კონფერენციაში მონაწილეებმა გამოფენილი მეგრული ღვინო დააგემოვნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის დავით ჩიჩუას განმარტებით, სამეგრელოში მეღვინეობის აღორძინება ვერ მოხდება თბილისიდან და ჯიღაურიდან.“ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, სამეგრელოში გვაქვს სანერგეებთან ურთიერთობა იშვიათი ჯიშების ნერგი იყოს მისაწვდომი გლეხისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ლესიჭინეში”. მისი თქმით, თითოეული ჯიში კლიმატურ პირობებში მოგვცემს რეალურ სურათს, თუ რა პოტენცია გააჩნია მას. დავით ჩიჩუას მიაჩნია, თუ პარალელურ რეჟიმში მოხდება მცირე რაოდენობით იშვიათი ჯიშებისგან ღვინოების დამზადება ოჯახურ პირობებში, მოგცემს დიდ საინფორმაციო ბაზას, რის შემდეგ ადვილი იქნება თითოეული ჯიშის ანალოგიური პოტენციალის წამოწევა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=z07VFkj5AdE[/embedyt]
კონფერენციაზე ღვინოთმცოდნე მევენახეობა-მეღვინეობის მკლევარმა გიორგი ბარესაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია “მეგრული ვაზის ჯიშები”. მისი თქმით, ამ დღის შემდეგ მათ არ აქვთ გაჩერების უფლება, რადგან მისი განმარტებით, სამეგრელო არის მისახედი. ” სამეგრელოში, ძველი ქართული, მეგრული ვაზის ჯიშების საქმე ამჟამად არის შეჩერებული და ძალიან შეჭირვებულ დღეშია, რომ არა ერთეული ადამიანების მეცადინეობა, ალბათ ესეც არ გვექნებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდნენ ვაზის მეგობრები.” გიორგი ბარესაშვილმა თავისი ნაშრომები მევენახეობა-მეღვინეობაზე, საჩუქრად ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადასცა. მისი ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში ახლო მომავალში, დაიწყებს კუთხე ფუნქციონირებას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძველკოლხური ვაზის ჯიშებიდან (მაჭყვადინა, კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში) დაყენებული ღვინოებიც.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5V3Uj2ReZuU[/embedyt]
ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის ბესიკ არახამიას ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი მიზანი იყო, შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც იფიქრებს კოლხური ვაზის ჯიშების მოშენებაზე, მის კულტივაციაზე, გამრავლებაზე და ხელმისაწვდომობაზე. “2020 წლისთვის, როგორც ტურიზმის თეორეტიკოსები გვარწმუნებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თემატური ტური. ერთ-ერთი ასეთი არის ღვინის ტური. სამწუხაროდ, სამეგრელო ასეთ პროცესებში ნაკლებად არის ჩართული. ეს პროგრამა არის გრძელვადიანი, უახლოეს მომავალში, ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არის მართლაც ღვინის ქვეყანა. ის ვაზის წიფები, რომელიც ანაკლიაშია აღმოჩენილი, არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას”