ექიმი-გინეკოლოგი ბაია ხარჩილავა ორსულებს ურჩევს


  • როგორ უნდა გაუფრთხილდნენ თავს ორსულები კორონავირუსის დროს-ამ საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელებთან” საუბრობს ექიმი-გინეკოლოგი თინათინ (ბაია) ხარჩილავა. 

“უპირველეს ყოვლისა, მე მინდა ვურჩიო ორსულ ქალბატონებს არ მიეცენ პანიკას. დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც ცნობილია: ჰიგიენა, დისტანცია და პირბადე. აუცილებლად დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმებს, რასაც აკეთებენ კიდეც.

ჩვენ ვურჩევთ თუ როდის და სად მიმართონ. პირველ რიგში ჩვენი მოვალეობაა ფსიქოლოგიურად შევუმსუბუქოთ ემოციები, ორსული ქალი ისედაც ხომ ემოციურია. რაც ჩვენ პირველად გვასწავლეს ინსტიტუტში, ეს იყო ექიმის დეონტოლოგია, ე.ი. ავადმყობთან ურთიერთობა, ჩვენს ექიმებს ეს კარგად გამოსდით. დაპანიკებული ორსულები ბევრჯერ სიცილით გაგვიშვია!

ორსულობის დროს, კვებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ვურჩევ მიიღონ თბილი სითხე დღში 2 ლიტრამდე, ხილის კოქტეილები, სუპები, თევზის ნაწარმი, რძის ნაწარმი და ბოსტნეული. აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა, მსუბუქი ვარჯიშები, დადებითი ემოციები, სუნთქვითი ვარჯიშები და თუ შესაძლებელია, შეიძინონ სატურატორი. ეს გახლავთ პატარა აპარატი, რომელიც კეთდება თითზე და ჟანგბადით გაჯერებას უჩვენებს. ეს პატარა აპარატი ძალიან ხშირად სტრესს უხსნის ორსულს, როცა ხედავს ობიექტურად კარგ მონაცემებს, ამის უამრავი მაგალითი მქონია. მხოლოდ სატურაციისთვის რეკავენ სასწრაფოში, თითქოს იხრჩობიან, შედეგს ნახულობენ და მშვიდდებიან. ჩემო საყვარელო ორსულებო გისურვებთ ჯანმრთელობას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!