„ეს შენ გეხება — ისევ გვითვალთვალებენ…“


“მოძრაობა „ეს შენ გეხებას“  დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, მშვიადობიანი აქცია შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებმა, ასევე რიგითმა ადამიანებმა. აქციის ერთერთი მონაწილის, “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ  ჟურნალისტებთან განაცხადა: „კამპანია “ეს შენ გეხება” დაიწყო 2012 წლის თებერვალში და ეს ერთადერთ მიზანს ისახავს, რომ ქვეყანაში შეწყდეს უკანონო თვალთვალი და მიყურადება“.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=IeGIHydaA4w[/embedyt]

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ნინო ხუხუას თქმით, “ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს” -” ჩვენ ხელისუფლებას მივმართავთ,რომ დროულად მოხდეს გავრცელებული კარდების გამოძიება და იმ პირების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა”. ზუგდიდის გარდა, აქცია გაიმართა თბილისში, გორში, ქუთაისში და ბათუმში.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=FMsmfe8LWBU[/embedyt]