ეს მხოლოდ ზუგდიდში შეიძლებოდა მომხდარიყო


  • ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზუგდიდში, მე–6 საჯარო სკოლაში განთავსებული #5 საარჩევნო უბანი სასულიერო პირებმა მამა ფრიდონთან ერთად აკურთხეს.

სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ამის გაკეთების მიზეზი აქვთ,–არჩევნებში შენიშნული დაძაბულობა.
ისინი, თურმე, 8 საათამდე სხვა უბნების კურთხევასაც გეგმავენ.
ინფორმაციისთვის: დღეს, ჩვენმა ჟურნალისტმა, ერთ–ერთ უბანში მუშაობის დროს, ფოტოს გადაღებისთვის შენიშვნა მიიღო, უადგილოდ დგახართ, ფაქტიურად არჩევნებს შლითო. მეორე უბანში კი, სასულიერო პირის გამოჩენამ და კურთხევის ცერემონიალმა ხმის მიცემის დარბაზში, როგორც ადგილობრივი საინფორმაციო პორტალების ფოტოგალერეადან ჩანს, საარჩევნო პროცესი კი შეწყვიტა, მაგრამ მამა ფრიდონი არავის გამოუძევებია უბნიდან. თუმცა, მალევე, ორი დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარემ ამ ფაქტის გამო მოცემული შენიშვნისთვის, უბნიდან გააძევა.
“ზუგდიდელებს” ცესკომ განუმარტა, თუ მამა ფრიდონი არ იყო იმ უბნის ამომრჩეველი, მას უფლება არ ჰქონდა შესულიყო ხმის მიცემის დარბაზში და კურთხევის ცერემონიალი ჩაეტარებია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!