- დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდში მართავს. ღონისძიება დილის ათი საათიდან დაიწყო და საღამოს რვა საათზე გალა-კონცერტით დასრულდება.
სადღესასწაულო დღესთან დაკავშირებით, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე. გაიმართება სპორტული ღონისძიებები, ასფალტზე ხატვა. მოწყობილია უდიო სტენდი -“ერთიანი საქართველო”, ველოსიპედების ხეივანი, სამხატვრო სივრცე, საბავშვო-გასართობი სივრცე. გაიმართება გაერთიანებული საქართველოს ქორეოგრაფიული პერფორმანსი. ცენტრალურ მოედანზე შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიება დასრულდება კონცერტით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ნათია თოდუა, ვაკის პარკი, რეზო და ბავშვები და ნიკოლშოუ.