საინფორმაციო პორტალი “ზუგდიდელები” და გაზეთი “ზუგდიდი”მკითხველის თხოვნით წერდნენ, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდებარე, რამდენიმე ობიექტის უკან მოუწესრიგებელ და დანაგვიანებულ ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ააიპ “ზუგდიდსასუფთავებამ” ფაქტზე გაამახვილა ყურადღება და ოპერატიულად მიიღო ზომები. სამსახური თავის ფეისბუქის გვერდზე წერს: “გაზეთ ,,ზუგდიდი”-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია ქალაქის ტერიტორიაზე, (კერძოდ, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდებარედ) დანაგვიანებული ადგილის შესახებ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფი დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. მათ მიერ მოძიებულიქნა მითითებული ტერიტორიის მეპატრონე, რომლის მიერაც უმოკლეს ვადაში განხორციელდა დანაგიანებული ტერიტორიის დასუფთავება”.