“ერთი დღე ბიბლიოთეკარად”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა აქცია “ერთი დღე ბიბლიოთეკარად”. ზუგდიდელი წარმატებული ადამიანები, ცნობადი სახეები მოხალისეობით, რამდენიმე საათით იყვნენ ბიბლიოთეკარის როლში, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაუბროდნენ და თან მიეღოთ მათი მომსახურება.

მოხალისე ბიბლიოთეკარები იყვნენ შემდეგ განყოფილებებში: სამკითხველო დარბაზი– ზეინაბ სარია(ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი, ჟურნალ ,”ებგურის” რედაქტორი)
საბავშვო -ახალგაზრდობის ოთახი-კონსტანტინე კაკავა(საჯარო მოხელე)
აბონემენტის განყოფილება– იაგო ფასანძე(არასამთავრობო ორგანიზაცია ,”საუნჯეს” დამფუძნებელი, რესტორან “ელბარკოს” დირექტორი)
 საბავშვო განყოფილება-ელენე ფიფია(მხატვარი)
ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება-თეა შონია(ჟურნალისტი)

დღევანდელი აქციით, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვდროდნენ ქალაქის წარმატებულ ადამიანებს, ესაუბრათ და თან გაეტანათ მათთვის საინტერესო წიგნი და მიიეღოთ სასურველი ინფორმაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!