- 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია კი 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.