დღეს, 2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, არტ-გალერეაში გიგი სიჭინავას ფერწერული ნახატებისა და პაზლების გამოფენა მოეწყო.
ნორჩი შემოქმედის დედამ ნათია სახოკიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გამოფენით უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ მშობლების და ოჯახის გვერდით დგომით ბევრი რამაა შესაძლებელი. “მინდა თხოვნით მოგმართოთ, მიიღეთ ეს ბავშვები ისეთები, როგორებიც არიან, ერთად ჩვენ შევძლებთ.”