“ერთად მწვანე ქალაქებისთვის“


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის შავი ზღვი საუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (INTERREG NEXT Black Sea Basin) ფარგლებში, ზუგდიდის მერიისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით, საერთაშორისო პროექტი „ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზუგდიდში “მშვიდობის პარკის” დაგეგმარება და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხელსშეუწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის კიდევ ერთი ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნას. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, „მწვანე ქალაქების“ ინიციატივა ფოკუსირებულია საზოგადოების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს, თურქეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის ოთხ მუნიციპალიტეტში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!