- აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 13-17 ივლისს, ენგურის ხიდზე ისევ გაიხსნება “ჰუმანიტარული კორიდორი” დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთის რეგიონში დაბრუნების მსურველთათვის.
“გალ ტვ”-ის ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის კვეთას მოქალაქეები დილის 9 – დან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ.