ემა აბსანძე: მე და ჩემი გუნდი საქართველოს მომავალს ვზრდით


  • ემა აბსანძეს ანაკლიაში ყველა იცნობს. ამ სათნო და ყურადღებიანმა ქალბატონმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი პედაგოგიურ მოღვაწეობას მიუძღვნა, წლებია, ანაკლიის საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობს და პატარების სიყვარულით არ იღლება.

ემა აბსანძე: :”-პროფესიით პედაგოგი ვარ. მიყვარს ჩემი პროფესია. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ საქმეზე. პატარებთან ურთიერთობისას ვარ ძალიან ბედნიერი. თითოეული მათგანი ჩემი შვილივითაა.

საბავშვო ბაღში გვყავს ცხრა აღმზრდელი, ექვსი აღმზრდელის თანაშემწე, ორი მედდა, ორი დამლაგებელი, მზარეული, მზარეულის თანაშემწე და დარაჯი.

ანაკლიის საბავშვო ბაღი 110 ბავშვზე გათვლილია და გაიხსნა 2021 წლის 1 მარტს. დღეისთვის, 60 აღსაზრდელი გვყავს. ბაღი ადაპტირებულია შ.შ.მ. პირებისთვის. მოწყობილია შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით. ადრე, ანაკლიაში, საბავშვო ბაღის შენობა ცალკე არ არსებობდა, ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება ამბულატორიის ძველ შენობაში უწევდათ. ჩვენი ბაღის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1, 9 მილიონი ლარია.

ვცდილობთ ჩვენს პატარებს მივაწოდოთ ის განათლება, რაც მათ ასაკობრივად ეკუთვნით: ცეკვავენ, მღერიან, ხატავენ, სწავლობენ სწორ მეტყველებას. ბაღში, მათი მონაწილეობით აღინიშნება ტარდება კონცერტები ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით”.

თქვენს გუნდზე მოგვიყევით

-დიდი სიამოვნებით. ეს ადამიანები მაქსიმუმს აკეთებენ პატარებისთვის სწორად აღზრდისთვის. რომ ისინი იყვნენ გონებანათელნი და ჯანმრთელები.

ირინე ჭითანავა მუშაობდა ანაკლიის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამჟამად მუშაობს ჩვენთან. უყვარს ბავშვები. თავადაც არის სამი შვილის დედა.

მანანა გელანტია ბაღის გახსნის დღიდან ჩვენთანაა. საკუთარი შვილებივით უყვარს პატარები. ჰყავს ოჯახი და ერთადერთი ქალიშვილი.

ნინო ლესინძეც პროფესიით პედაგოგია. ნინოც ბაღის გახსნის დღიდანაა ჩვენთან. თავადაც ორი შვილის დედაა. უყვარს ბავშვებთან მუშაობა.

ხათუნა სოსელია აფხაზეთიდანაა. ფილოლოგია. ოთხი წელი იმუშავა აფხაზეთში პედაგოგად. ტყუპების დედაა. უკვე წლებია ჩვენი კოლექტივის წევრია.

შორენა აბულაძე გარკვეული წლები მუშაობდა ანაკლიის საჯარო სკოლაში ბუნების მასწავლებლად. შემდეგ საბავშვო ბაღშია. ჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილის ბებიაცაა.

მაია მალანია 1996 წლიდან ანაკლიის საჯარო სკოლაში მუშაობდა. 2016 წლიდან მუშაობს საბავშვო ბაღში პედაგოგად. ჰყავს ოჯახი და ერთი შვილი.

ილონა თორდიაც პროფესიით პედაგოგია. წლებია ჩვენს გუნდშია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი ქალიშვილი და ტყუპი ქალ-ვაჟი.

სოფო სიჭინავას მუსიკალური განათლება აქვს. 2012 წლიდან მუშაობს ანაკლიის საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. დაოჯახებულია. ჰყავს ორი შვილი.

აზა ცანავა პროფესიით ჟურნალისტია, ოთხი შვილის დედაა. ბაღის გახსნის დღიდან, ჩვენს პატარებს ევლება თავს.

ბელა თოლორაიაც პატარების საყვარელი პედაგოგია, თავადაც  ორ შვილს ზრდის.

აი, გაგაცანით ჩვენი გუნდი. ჩვენ ერთ დიდ საქმეს ვემსხურებით-ეს არის მომავალი საქართველოსთვის ღირსეული მოქალაქეების გაზრდა. თქვენ მკითხეთ სამუშაო დროზე-არის დეტალები, დიდი და პატარა საქმეები, რომელიც სამუშაო დროში არ და ვერ მთავრდება. ასე, რომ ვმუშაობთ 24 საათი. მიყვარს ხატვა, სიმღერა, ოჯახთან ყოფნა, მაგრამ ჩემს უპირველეს საქმეს ვერაფერი გადასწონის და ასე ფიქრობენ ჩვენი გუნდის წევრებიც.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.