ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – “ელენის შოუ” შესაძლოა დაიხუროს

  • ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, რო­მელ­საც გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. ადა­მი­ა­ნებს ელე­ნი იმი­ტომ უყ­ვართ, რომ ის გა­მო­ირ­ჩე­ვა გულ­წრფე­ლო­ბით, მხი­ა­რუ­ლე­ბით, კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ეკ­რა­ნი­დან ჩანს, რომ უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მართ.

თუმ­ცა, რო­გორც მისი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს მხო­ლოდ ნი­ღა­ბია და რო­დე­საც კა­მე­რა გა­მორ­თუ­ლია, ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი სულ სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბა. ის გა­მო­ირ­ჩე­ვა ხელ­ქვე­ი­თე­ბი­სად­მი უხე­ში, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უკვე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რო­ბენ, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბაც და სკან­დალ­ში გახ­ვე­უ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კა­რი­ე­რა საფრ­თხე­შია. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში უკვე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა იმის შე­სა­ხებ, რომ “ელე­ნის შოუს“ და­ხურ­ვა ემუქ­რე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი 2020 წლის მარ­ტში და­ი­წყო, რო­დე­საც კო­მი­კოს­მა კე­ვინ თი პორ­ტერ­მა Twitter-ის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­შიც მიმ­დევ­რებს სთხოვ­და, და­ე­წე­რათ ელენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რე­ა­ლურ ხა­სი­ათს გა­უს­ვამ­და ხაზს.

კე­ვი­ნის პოსტს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. კო­მენ­ტა­რებ­ში ელე­ნის შოუს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შოუს ერთხელ მა­ინც მა­ყუ­რებ­ლის რან­გში დას­წრე­ბი­ან, ელენ­თან და­კავ­ში­რე­ბულ არა­ერთ უსი­ა­მოვ­ნო ფაქტს იხ­სე­ნებ­დნენ.

კო­მენ­ტა­რებს ამ­ჟა­მინ­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც წერ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე მათ არ იცოდ­ნენ რა ელო­დათ, მი­ი­ღებ­დნენ თუ არა ანა­ზღა­უ­რე­ბას, გა­აგ­რძე­ლებ­დნენ თუ არა მუ­შა­ო­ბას. მათი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ არა­ვინ ესა­უბ­რე­ბო­და და სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ.

ასე­ვე, ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ მათ სა­ში­ნელ გა­რე­მო­ში უწევ­დათ მუ­შა­ო­ბა. ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რან­გის თა­ნამ­შრომ­ლებს ცუ­დად ექ­ცე­ოდ­ნენ. ყო­ფი­ლი თა­ნაშმ­რომ­ლე­ბი ელენს დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ ქმე­დე­ბებ­ში ამ­ხე­ლენ.

გარ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა, ელენს მა­ყუ­რებ­ლე­ბიც აუ­ჯანყდნენ. პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც მან სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა გა­და­ცე­მა, სახ­ლში ყოფ­ნა ცი­ხე­ში ყოფ­ნას შე­ა­და­რა, რის გა­მოც მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და ელე­ნის ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბა შე­უ­ფე­რე­ბელ ხუმ­რო­ბად მი­იჩ­ნი­ეს, რად­გა­ნაც, რე­ა­ლუ­რად ის მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობ­და, ცი­ხე­ში კი ადა­მი­ა­ნე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ.

ელე­ნის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას რა­სის­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, ხოლო მა­ყუ­რე­ბელ­თა აზ­რით, მისი შო­უ­ე­ბი სავ­სე იყო დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხუმ­რო­ბე­ბით სხვა­დას­ხვა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ.

  • ზარი სტივ ჯობსთან

ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ელე­ნი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს თა­ვი­სი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და ამის მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავთ ამ­ბა­ვი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ერთხელ მან სტივ ჯობსს და­უ­რე­კა და უსაყ­ვე­დუ­რა “აი­ფო­ნის“ გამო.

Insider.com-ის მი­ხედ­ვით, ელე­ნის შოუს ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი იხ­სე­ნებს, რომ ერთხელ ელენ­მა სტივ ჯობსს და­უ­რე­კა იმის გამო, რომ თა­ვის “აი­ფონ­ზე” შე­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ვერ კი­თხუ­ლობ­და. სტივს კი საყ­ვე­დუ­რის სათ­ქმე­ლად და­უ­რე­კა.

“მან შე­წყვი­ტა ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე და სტივს და­უ­რე­კა საყ­ვე­დუ­რის სათ­ქმე­ლად“, -იხ­სე­ნებს პრო­დი­უ­სე­რი, თუმ­ცა არ იცის, რა რე­აქ­ცია ჰქონ­და თა­ვად სტივს ამა­ზე. “ის ასე­თია, თა­ვის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში ცხოვ­რობს და არ იცის რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო რო­გო­რია” – ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი.

“გგო­ნი­ათ, ის ისე­თი­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ეკ­რან­ზე? – არა. მა­ღი­ზი­ა­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას ტკბილ, მხი­ა­რულ ადა­მი­ა­ნად ხე­დავს, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სულ სხვაა“, – ამ­ბობს ელე­ნის კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ასე­ვე, ელენს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ის უხე­შია ხელ­ქვე­ი­თებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს. ელე­ნის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი, ტომ მა­ჯერ­ჩა­კი კი იხ­სე­ნებს, რომ მას ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გა­მარ­ჯო­ბა­საც კი არას­დროს ეუბ­ნე­ბო­და. “მე მას ვი­ცავ­დი, ყველ­გან თან დავ­ყვე­ბო­დი, ვზრუ­ნავ­დი მის ოჯახ­ზე, თუმ­ცა არას­დროს უთ­ქვამს ჩემ­თვის გა­მარ­ჯო­ბაც კი“, – ამ­ბობს ტომი.

მსგავ­სი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ელენ დე­ჯე­ნე­რეს­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მომ­ხდარს “სამ­წუ­ხა­რო“ უწო­და და გან­მარ­ტა, რომ მას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნა სურ­და. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა შე­ის­წავ­ლის, ჰქონ­და თუ არა ელენს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხელ­ქვე­ი­თებ­თან.

ორი დღის წინ “ელე­ნის შო­უს­თან” და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. გა­მო­ცე­მა The Sun-ის ცნო­ბით, ელე­ნი აღარ იქ­ნე­ბა შოუს წამ­ყვა­ნი და მას არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ჯე­იმს გორ­დო­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო შოუს პრო­დი­უ­სერ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე უარ­ყოფს ცნო­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ელე­ნის შოუს და­ხურ­ვა იგეგ­მე­ბა.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.