ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა​


  • საქართველო ევროკავშირისგან პანდემიის ფონზე მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად 150 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა – ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი – 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა – 250 მილიონ ევროს, იორდანია – 200 მილიონ ევროს, კოსოვო – 100 მილიონ ევროს, მოლდოვა – 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო – 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია – 160 მილიონ ევროს, ტუნისი – 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.

ინიციატივას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 47-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. სავარაუდოდ, პირველ ტრანშს ქვეყნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მეორე ტრანშს კი, 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!