ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა


  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების სრულად შეჩერების გადწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდება ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესები. კერძოდ, სავიზო აპლიკაციის მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება, საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, გაიზრდება სავიზო განაცხადის განხილვის დრო და გამკაცრდება მრავალჯერადი ვიზის გაცემის წესები.

„სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ევროკავშირში პრივილეგირებული შესვლის შესაძლებლობას აძლევს სანდო პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ომით, მოქალაქეების წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმების ჩათვლით, რუსეთმა ძირი გამოუთხარა ამ ნდობას და გათელა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და უკრაინისადმი და მისი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის მორიგი მტკიცებულება“, – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლის პირველი ივნისიდან მოქმედებდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.