დღეს, PEN-მარათონი “სარკმელი 2022” მეხუთედ გაიმართა


  •  დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი“, მეხუთედ, გამართა ლიტერატურული PEN-მარათონი “სარკმელი 2022”.

კონკურსის მონაწილეებმა ნამუშევრები, სურვილისამებრ, როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე შეასრულეს.

PEN-მარათონისთვის ორი თემა შეირჩა: “შეხედე ამ მხარეს, ღია ბარათი ემიგრანტებს” და “გენწოსოფი გვიმარა”.

მარათონში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე და უნივერსიტეტის სტუდენტი ღებულობდა მონაწილეობდა.

კონკურსის შემდეგ, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

  • ყველაზე  კრეატიული ნაშრომი;
  • საუკეთესო ჩანახატი; 
  •  საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ;
  •  საუკეთესო რეპორტაჟი;
  •  საუკეთესო ლექსი;
  •   საუკეთესო ზღაპარი,
  •   ჟიურის რჩეული;
  • PEN-მარათონში მთავარი პრიზი-“ნინელის“ პრიზი;

PEN მარათონში გამარჯვებულებს, გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები.

შეხვედრას ესწრებოდნენ PEN მარათონის მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურის ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე, ახალგაზრდა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე შალვა ქარჩავა და “სარკმელის” უფროსი თაობის წარმომადგენელი პედაგოგი კობა შონია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.