- დღეს, 16 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს წელს 1432 პირველკლასელი ჰყავს. ყველა პირველკლასელი საჩუქრად იაკობ გოგებაშვილის “დედაენას” მიიღებს.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღავნლის კახაბერ ფარცვანიას განცხადებით: “მესამე საჯარო სკოლაში იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, მესამე სკოლა გადანაწილდა მეხუთე და მეთორმეტე საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეები დღის მეორე ნახევარში ისწავლიან.”