- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ტარდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს 11:00-16:00 საათებში შემდეგ მისამართებზე:
• მარტვილი – გახოკიძის ქ.N5
• აბაშა – ჩიქოვანის ქ.N13
• სენაკი – რუსთაველის N235
• ხობი – ც. დადიანის N185
• ჩხოროწყუ – აღმაშენებლის N11
• წალენჯიხა – გამსახურდიას N9
• ფოთი – კოსტავას ქ.N193
• მესტია – ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ
• ზუგდიდი – კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.
“წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, ყველა რგოლის ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით, ერთად გავუმკლავდეთ ცოფთან ბრძოლის პროცესში არსებულ წინაღობებს და მივაღწიოთ საერთო მიზანს – ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაცია 2030 წლისთვის.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
: