აქცია <<კაზანტიპის>> წინააღმდეგ


თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, დღეს პროექტ „კაზანტიპთან”დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” თანათავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძის განცხადებით, აქციაში საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის სასულიერო და საერო პირები მიიღებენ მონაწილეობას. აქციის დროს დაგეგმილია საინფორმაციო ბრიფინგის გაიმართვა, სადაც „კაზანტიპის” ფესტივალთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი საპროტესტო წერილს წაიკითხავენ. ავთანდილ უნგიაძის განცხადებით, აქცია-ბრიფინგის შემდეგ, სახელმწიფო კანცელარიის შენობისაკენ მოეწყობა მსვლელობა, სადაც სავედრებელი პარაკლისი აღევლინება და საქართველოს მთავრობას აქციის მონაწილეთა სახელით საპროტესტო წერილი გადაეცემა.  


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!