- დღეს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძლიერი ქარის გამო, ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
“გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 11 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი. მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.”-აღნიშნულია ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.