დღეიდან ენგურის ხიდი ცალმხრივად 10 დეკემბრის ჩათვლით ისევ გაიხსნა


  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადასვლა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

3 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება ექნებათ იმ ადამიანებს, ვისაც აფხაზური დოკუმენტები აქვთ და ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში. ასევე, ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, აუცილებელია გადასვლის მსურველებს ჰქონდეთ საქართველოში გაცემული ცნობა „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი პასუხით.

გადასვლა შესაძლებელი იქნება დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ენგურის ხიდზე მოძრაობა საოკუპაციო რეჟიმმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გაზაფხულზე აკრძალა. ენგურის ხიდი აგვისტოს თვეში ასევე ცალმხრივად იყო გახსნილი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!