დომენტი სიჭინავა 14 მაისის მოვლენებზე და არა მარტო…


  • დომენტი სიჭინავა, ზუგდიდის მერობის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ის ჩვენთან, არა მარტო 14 მაისის მოვლენებს აფასებს, არამედ, ზოგდად, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო გარემოსაც ეხება:

“სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ ეს დადასტურდება. თუმცა საბოლოო პასუხს უნდა დაველოდოთ, იყო თუ არა ნამდვილად გაცემული. მოვუსმინე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცახდებას. მან თქვა, რომ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში ჰქონიათ. თუ ეს ტყუილია, მაშინ ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მიღებული პრაქტიკაა, იმედია, კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი გაკეთებული.
მე ბევრჯერ დამიფიქსირებია და ახლაც ვიტყვი, სამწუხაროდ არავის, სხვა კანდიდატებს არ განიხილავენ, სულ ერთმანეთში აქვთ ომი  ხუთს და ორმცდაერთ ნომრებს. გუშინ ვუყურე რუსთავი2–ის გამოკითხვებს, იქაც რულოვსი და შენგელიას გარდა, თუ ვინმე არსებობს ამ ქალაქში, მგონი არ წარმოუდგენიათ ამ ხალხს, თუმცა სამი დამოუკიდებელი კანდიდატი ვართ და 11 სხვადასხვა პარტია, მაგრამ საუბარი მიდის მხოლოდ ორ პარტიას შორის, სამწუხაროა, რომ ჩვენ არაფრად გვთლიან ზუგდიდელებს. ეს არის საწყენი პირადად ჩემთვის.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!