დომენტი სიჭინავამ არჩევანი #8 საარჩევნო უბანზე გააკეთა


ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ თავისი არჩევანი #8  საარჩევნო უბანზე გააკეთა. “იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩაივლის.  ვარ იმედიანად, რომ ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, ყველა გამოვა და თავის აზრს დააფიქსირებს.

ნუ ავრცელებენ ჭორებს, თითქოს მე გადავდექი, კორცხელის გახსენება უნდათ. ხომ იცით, ხალხი ყოველთვის აჟიოტაჟს და სანახაობას  ელოდება. მე ველოდები იმას, თუ რას გადაწყვეტს ამომრჩეველი. მე ველოდები, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება“-განაცხადა ზუგდიდის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5k-jBDijsQU[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!