დირექტორთა კონკურსი დასრულდა


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, ზუგდიდის რესურსცენტრში ჩატარდა სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, ზუგდიდის წარმომადგენლებმა.

როგორც რესურსცენტრის დირექტორმა გონელი პაპავამ გვითხრა, „კონკურსში 46 – მა დირექტორობის ზუგდიდელმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი იმ გამარჯვებულთა ვინაობა, რომლებსაც ექნებათ უფლება სამეურვეო საბჭოებში წარსდგნენ დირექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. სკოლის დირექტორებს აქვთ უფლება ორჯერ დაიკავონ დირექტორის თანამდებობა ერთსა და იგივე სკოლაში.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.