დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა


  • მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 44-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობდა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ.

”ვაღიარებ, რომ ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რომელზედაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია,”- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მისი განმარტებით, თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ მის მემკვიდრეს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის ლიდერად და მეფე ჩარლზ III-ე პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.