დღეს, ზუგდიდში, კ.გამსახურდიას 132-ში, გაიხსნა სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ჰაუზი”, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტომატოლოგიური დანადგარებით. ჟურნალისტებთან საუბარში, კლინიკის დირექტორმა, ექიმმა სტომატოლოგმა ირინე მიშველიამ აღნიშნა, რომ კლინიკის პრიორიტეტია თანამედროვე აპარატურა და სტერილიზაციის უმაღლესი ხარისხი. “ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი, ხელმისაწვდომ ფასებში, კომფორტულ და მშვიდ გარემოში მოემსახურებიან პაციენტებს. კლინიკა მოემსახურება სხვადასხვა დაზღვევის მქონე კონტინგენტს, დაზღვეულ ბენეფიციართა პაკეტის გათვალისწინებით. კლინიკა, პერიოდულად განახორციელებს ფასდაკლების აქციებს სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, რასაც ჩვენი პაციენტები შეიტყობენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით. ჩვენთან მოქმედებს შიდა მონიტორინგის მექანიზმი, რომლის მეშვეობით კონტროლდება დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესი და ადმინისტრაცია იღებს პასუხისმგებლობას პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტზე.”