დემურ ანთია: ტირილი მოგინდება, ბოტანიკური ბაღი რომ ნახო

ცნობილმა ზუგდიდელმა ეროვნული მოძრაობის აქტიურმა წარმომადგენელმა დემურ ანთიამ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, დაწერა პოსტი “sos! ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი აღარ არსებობს!” მოგვიანებით კი, ისევ დაწერა: “ყველას გთხოვთ! წაკითხულიდან აზრის გამოტანის გარეშე ნუ დამიკომენტარებთ.

ნაწერს ნურც ირიბად შეხედავთ და ნურც ალმაცერად”. მასვე ეკუთვნის პოსტი: “ტირილი მოგინდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომ ნახო“. “ზუგდიდელები” ბატონ დემურ ანთიას დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ბოტანიკური ბაღი არ არის იქ უკვე. იქ არის უკვე პარკად ქცეული, “რაღაცა” ხეების ნარგავი ტრიალ მინდორზე. “ის არ არის ბოტანიკურ ბაღი. ის არის სკვერი ხეების ნარგავებითურთ, არაფერი არ არის. ბოტანიკური ბაღი აღარ არსებობს, სკვერია, პარკია თუ გაზონია, მერე გავარკვიოთ, მაგრამ ის არ არის ბოტანიკური ბაღი, თავისი დატვირთვით, დანიშნულებით და შინაარსით. ამოძირკვეს ყველაფერი, უნიკალური ჯიშის ბუჩქნარები, მხოლოდ ხეები დატოვეს ტრიალ მინდორზე. მოშლილია ყველაფერი. ასწლოვანი ნარგავები და უნიკალური ჯიშის მცენარეები განადგურებულია.

რას აკეთებენ, კაცო, რას? ნახეთ და მიდით, რას აკეთებენ, გადაიღეთ სურათი, რაც არის გაკეთებული. გაკეთებული კი არა გაფუჭებულია ყველაფერი. ყოველ დღე გავდივარ, იქ და ვხედავ რას აკეთებენ და რა არის გაკეთებული. ტენდერი გამოაცხადეს, მილიონობით თანხა გაიხარჯა, არავის არ ვუთვლი მე ფულს, თავის ჯიბეში ჩაიდონ, რაც გინდა ის უყონ, მაგრამ ბოტანიკურ ბაღს ხელს ნუ ახლებენ. ეს არის ზუგდიდელების, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის საკუთრება. ასე, რომ “ჰარი-ჰარად” ქონების განიავება, სახელმწიფოს საგანძურის, მასე არ მოხდება. მე გეუბნებით, ეს ასე არ დარჩება, ხელისუფლება თუ არ მიხედავს, მაშინ ჩვენ მივხედავთ ზუგდიდელები. ბოტანიკური ბაღის განადგურებით ზუგდიდს წარსული წაუშალეს.”

მოგეწონა? - გააზიარე!:

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …