- დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილი ქალების თვითდასაქმების მხარდაჭერა და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს სააგენტო ტექნიკას, დანადგარებსა და სახელობო იარაღებს გადასცემს.
პროგრამა რეგიონებში მცხოვრები (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის ხორციელდება. მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 20 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.
საგრანტო პროგრამა დევნილთა სააგენტოს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) რეგიონული პროგრამის “ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
