დევნილის ცხოვრება უნდა შეიცვალოს


საქართველოს ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს აჭარა _ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს ახალი უფროსი ყავს ელდარ ღურწკაია. ბატონი ელდარი აფხაზეთიდან გახლავთ, სხვადასხვა დროს ის წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა. ელდარ ღურწკაიამ ადგილზე მოსვლისთანავე მოინახულა დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები, გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. ინტენსიურად ხვდება დევნლებს, აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს. `ზუგდიდთან~ ამბობს, რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა, ყურდღება და ის სწორედ ამისთვის იზრუნებს.

_ დევნილობის პირველი დღიდან ვცხოვრობ ზუგდიდში. წლების განმავლობაში ვმუშაობდი დევნილთა სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. მათ შორის, ვიყავი ზუგდიდის დევნილთა სამსახურის უფროსი, რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს ზუგდიდის განყოფილების უფროსი, 2005 წლიდან ვიყავი უმუშევარი. წელს გამოცხადდა ლტოლვილთა სამინისტროში ვაკანსია ამ თანამდებობაზე და მივიღე მონაწილეობა. დევნილებთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს მქონია, მეც დევნილი გახლავართ და შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია მათი ტკივილი, განცდები და გულისძახილი. ჩემთან კაბინეტში მთელი დღის განმავლობაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ისტორიები გააჩნიათ. ყველა დევნილი ახლა ახალი საცხოვრებელი ბინის მოლოდინშია. მათ სურთ გარემოპირობების უკეთესობისაკენ შეცვლა, მე და ჩემი გუნდი მუდამ ამ ადამიანების გვერდში დავდგებით და ერთად დავიცავთ მათ უფლებებს.
_ ბატონო ელდარ, თქვენი დანიშვნის პირველივე დღიდან პროტესტი გამოხატა დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა. თუ შეხვდით თქვენ ამ ადამიანებს?
_ დევნილებს არ გაუპროტესტებიათ ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა. პროტესტი გამოხატა ზოგიერთმა ჩინოვნიკმა. მათ სხვა კანდიდატი ყავდათ. ამ პიროვნების სახელი ჩემთვის ცნობილია, მაგრამ დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ.
_ ბატონო ელდარ, გასვლითი შეხვედრები გქონდათ კომპაქტურ ცენტრებში, როგორ ცხოვრობენ ისინი?
_ მე, წლების განმავლობაში, დევნილებთან ვმუშაობდი და მათი პრობლემები ჩემთვის ცნობილია. სამსახურში მოსვლის დღიდან ჩვენ ვიყავით გასული აბაშაში, სენაკში, ჩხოროწყუში, ფოთში და ხობში. დამრჩა რამდენიმე რაიონი, სადაც უნდა ჩავიდე. არის ადგილები, სადაც სავალალო მდგომარეობაა, ადგილზე ვეცნობი ყველა პრობლემას და შემდეგ კი, ინფორმაციას ვაწვდი დევნილთა სამინისტროს. ჩემი მიზანია, თითოეული დევნილის ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ.
_ როდის გაიგებენ დევნილები აპლიკაციის პასუხებს?
_ ჩვენ პასუხებს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ველოდებით. აპლიკაციების კითხვარებში შევიდა ცვლილება. ომის მონაწილეები, ომში დაღუპული ოჯახის და გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ ოჯახებს დაემატა ქულები. აქედან გამომდინარე, ამ აპლიკაციების ხელახლა გადამოწმება მიმდინარეობს. ახალი საცხოვრებელი სახლები 320 ოჯახზეა გათვლილი. წელს ბინების მშენებლობას ვიწყებთ ბარამიას ქუჩაზე და გათვლილი იქნება ორიათას 180 ოჯახზე. ასევე ბინების მშენებლობა იგეგმება სოფელ ინგირში ყოფილი ნავთობბაზის ტერიტორიაზე.
_ დევნილები ბევრს საუბრობენ ბინების ჩაწყობებზე და წინასწარ გაყიდვებზე.
_ მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ასეთ უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებენ _ ნუ შეიყვანენ დევნილებს სიცრუეში. 25 დეკემბერს უნდა გადმოგვეცეს ბინები და ამის შემდეგ მოხდება დევნილთა შესახლება. ბინების განაწილება გამჭვირვალედ მოხდება, ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც არასამთავრობო, ასევე სამთავრობო ჯგუფების წარმომადგენლები.
_ ოჯახზეც მომიყევით…
_ მეუღლე გახლავთ ნანა გიორხელიძე, მყავს ქალ-ვაჟი _ მარიამი და დავით ღურწკაიები, რომლებიც პირველ საჯარო სკოლაში სწავლობენ.
                                                                                                                                                                                 ეკა ფარულავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!