დევნილთა შიმშილობის მე-5 დღე


მეხუთე დღეა, რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები დევნილები შიმშილობენ. თავიდან მათი რიცხვი 15 იყო, მაგრამ, რადგანაც სამი ადამიანი შეუძლოდ გახდა, შიმშილობას 12 იძულებით გადაადგილებული განაგრძობს.  ისინი შეხვედრას ითხოვენ  აფხაზეთის მინისტრთა  საბჭოს თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაისათან და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან გია გვაზავასთან. ამასთანავე, დევნილები აპროტესტებენ დევნილთა ახალჩასახლებაში დაკეტილ ბინებს და იქვე მიანიშნებენ,  რომ უხარისხოდაა აშენებულ დევნილთა ბინები ზუგდიდში და ბათუმში, მოითხოვენ ყურდღების მიქცევას მეომართა ოჯახებისთვის, სოციალური სტატუსის აღდგენას, შუქის ვაუჩერის მიღებას და ერთჯერად ფულად დახმარებას. დევნილები კატეგორიულად მოითხოვენ   დევნილთა  სამინისტროს  სრული შემადგენლობით გადაყენებას. მათი თქმით, დევნილთა  ჩასახლებაში 38 ბინაა დაკეტილი, “როცა ადამიანებს ელემენტარული საცხოვრებელი ფართები არა აქვთ, იმ ბინებს 200 ლარად აქირავებენ, გარეთ ჯიპები უყენიათ. არადა, სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. ჩვენ  კი, ამორტიზირებულ შენობაში ვცხოვრობთ, გვაწვიმს, სველი წერტილები არ გვაქვს, ნახევარზე მეტი აქ ავადმყოფია, ტრანსპორტირებას ვერ ახერხებენ ექიმთან რომ მივიდნენ და გაესინჯონ, სადაა დევნილთა სამმართველო რატომ არ რეგირებს ამ ყველაფერზე”.

მოშიმშილე დევნილები დღეს შეშით მოამარაგა აფხაზეთის მთავრობამ, მათ ჯანმრთელობას ამ დღეებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დევნილთა პოლიკლინიკა და უზრუნველყოფს მოშიმშილეებს საჭირო მედიკამენტებით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!