ზუგდიდის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილთა ერთ-ერთ ოჯახს ჭერი ჩამოენგრა. როგორც მაცხოვრებელმა “ზუგდიდელებს” განუცხადა, წამით გაასწრო, თორემ სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას მიიღებდა. დევნილები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და მისი საშიში მდგომარეობის შესახებ, ჯერ კიდევ 2015 წელს დაიდო ექსპერტიზის დასკვანა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ განაცხადა, რომ დევნილებს შუამდგომლობას გაუწევს შესაბამის ინსტანციებში მდგომარეობის შესასწავლად.