დევნილებს ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ


გავრცელებული ინფორმაციით, დევნილთა სამინისტროს სამმართველოს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ნარსიამ თანამდებობა დატოვა. დავით ნარსია: „განცხადება არ დამიწერია წასვლის თაობაზე. მე მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი და დღეს უფლებამოსილება შემიწყდა. ისევ ძველ თანამდებობას დავუბრუნდი სამინისტროში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დევნილთა სამმართველოს ახალი  ხელმძღვანელი ჰყავს- მანუჩარ ჩილაჩავა“. მანუჩარ ჩილაჩავა აღნიშნულ ინფორმაციას  მისი დანიშვნის შესახებ ადასტურებს. ადრე მანუჩარ ჩილაჩავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის ოფისში მუშაობდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.