დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში ლაპიდარიუმი ამოქმედდა


  • დღეიდან, დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში ლაპიდარიუმი ამოქმედდა. მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში ძველი სამეგრელოს არქიტექტურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი არაერთი ძეგლი გამოიფინა, ექსპონირებულია X-XI საუკუნეების უნიკალური ქართული წარწერები, აქვეა ცაიშელი ეპისკოპოსის მალაქია გურიელის ე.წ ჯეგეთის წარწერა, რომელიც სამეგრელოში მომხდარი დიდი მიწისძვირს შესახებ გვიყვება.

დადიანების სასახლის ადმინიტრაციის ინფორმაციით, ექსპოზიციაში იხილავთ ჯეგეთის მთიდან პარმენ ზაქარაის მიერ ჩამოტანილ მუსიკოსის ქვაში გამოქანდაკებულ შესანიშნავ ბარელიეფსაც. მუზეუმის ფონდებში არსებული იმ ქვის მასალის ინვენტარიზაციაც მოხდა, რომლებიც მანამდე აღწერილი არ იყო.

“დედოფლისეულის სასახლის პირველ სართულზე გამართულ ექსპოზიციაში ცხრა სხვადასხვა მარმარილოს ფრაგმენტისაგან აწყობილ უაღრესად საინტერესო საფლავის ქვას იხილავთ. ეს ლოდი ადვილი შესაძლებელია წალენჯიხელი დიდგვაროვნების გიორგისა და თათუას განსასვენებელი იყოს, რომელიც 1678 წელს შეიარაღებული აფხაზების სამეგრელოში მომხდარ დიდ თავდასხმაზე გვიყვებოდა (დღესდღეობით წარწერა სრულად გადაშლილია). ეს უნიკალური არტეფაქტი მუზეუმის დამარსებლის აკაკი ჭანტურიას ინიციატივითაა სავარაუდოდ წალენჯიხიდან ზუგდიდში წამოღებული XX საუკუნის 20-იან წლებში.”-ნათქვამია სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!