დახმარება მიგრანტებისათვის


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.  მან მესამე სექტორს სამინისტროს მიერ გამოცხადებული „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო პროგრამა გააცნო. გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საგრანტო კონკურსში განაცხადის შეტანა შეუძლია ოფიციალურად დარეგისტრირებულ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. ის ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერას გულისხმობს. მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პროფესიული სწავლების, ანაზღაურებადი სტაჟირებების ხელშეწყობის და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით. მინისტრის პირველი მოადგილის სიტყვებით, სამინისტროს მიერ გასაცემი თანხის მოცულობა შეადგენს 340 000 ლარს, რომლის ფარგლებშიც გაიცემა 12 გრანტი. მისი თქმით, წელს პირველად მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით და ამიტომაც სამინისტრომ გადაწყვიტა ეს თანხები გასცეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე.  განცხადებების მიღების ვადა, რომელიც 16 მარტამდეა არასაკმარისად მიიჩნია საჭირო პროცედურების გასავლელად შეხვედრაზე მყოფმა მესამე სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის” იურისტის რუსუდან პაჭკორიას განცხადებით, შეთავაზება საინტერესოა, თუმცა უმჯობესი იყო არასამთავრობო სექტორს მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.